გოგი ლორთქიფანიძე:-"თვითმმართველობა ბოთლიდან ამოშვებულ ჯინს გავს და მისი უკან ჩაბრუნება აღარ გამოვა"

გოგი ლორთქიფანიძე:-"თვითმმართველობა ბოთლიდან ამოშვებულ ჯინს გავს და მისი უკან ჩაბრუნება აღარ გამოვა"

   "სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას მიმართავს:

  -"პატივცემულო ხელისუფლებავ, ადგილობრივი არჩევნების დამთავრებით სულ სხვა რეალობა იწყება ქვეყანაში და ამის კარგად არ გააზრება შეიძლება დამანგრეველი გახდეს ქვეყნისთვის...

   თვითმმართველობა ბოთლიდან ამოშვებულ ჯინს გავს და მისი უკან ჩაბრუნება აღარ გამოვა ...უნდა გაიაზაროთ, რომ სულ სხვა საქართველოში მოგიწევთ ოპერირება...

   არსებულ რეალობაში არ გამოვა პოლიტიკური დიქტატი და მმართვის ძველი სტილით მოქმედება, არ იმუშავებს ელემენტარულად ძველი სისტემა (ფოთი, ახმეტა, ბათუმი, ქუთაისი, ჩხოროწყუ, ლანჩხუთი – პატარ–პატარა სურპრიზები და პრობლემები უკვე მეორე დღესვე)

   ამიტომ ქვეყნის განვითარების ორი გზაა ეხლა თქვენს  წინ:

   1. ისევ ნაჩვევი, გამოცდილი, ბოლშევიკური ჭანჭიკების მოჭერის და კლანური პოლიტიკის გატარების მცდელობა, რომელიც მოგცემთ ილუზიორულ განცდას იმისა, რომ აკონტროლებთ სიტუაციას და რაც თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება

   2. უნდა დაიწყოთ რეალური ქმედებები პოლიტიკური სისტემის შესაცვლელად. გახადოთ თქვენი ქმედებები საჯარო და გამჭირვალე; სამართლებრივ–პოლიტიკურად შეაფასოთ განვლილი წლები; შექმნათ თავისუფალი პოლიტიკური და მედია სივრცე და დადოთ ყველასათვის ერთნაირი თამაშის წესები..

წესით მე–2 ვარიანტი უნდა ჯობდეს ქვეყნის მომავლისთვის და თქვენთვისაც და ნუ შეგეშინდებათ ამ ნაბიჯების გადადგმა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: