Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
16-07-2014, 16:57
ნანახია: 1287

ირაკლი ბათიაშვილი:-

   "სახალხო კრების" წევრი, ყოფილი პატიმარი ირაკლი ბათიაშვილი ამბობს, რომ გარკვეულმა ძალებმა მის მიმართ ბინძური, უნიჭო კამპანიის აგორება მოინდომეს, რასაც სერიოზულად არ აღიქვამს

   -"ფაქტია, რომ ნაციონალებმა და როგორც ჩანს, კიდევ რაღაც ძალებმა ჩემ წინააღმდეგ მოინდომეს დიდი, მაგრამ ყოვლად უნიჭო კამპანიის აგორება. ახლა მაბრალებენ იმას, თითქოსდა მე პათოლოგი ბაჩო ახალაიას ცოლ–შვილს ვემუქრებოდი. აშკარაა, რომ ასე მოულოდნელად წამოწყებული ამ კამპანიის უკან რაღაც სერიოზული პოლიტიკური ინტერესები და მოტივები იმალება. როგორც ჩანს, ვიღაც–ვიღაცეებს ძალზედ სურთ შელახონ ჩემი ავტორიტეტი, რომელმაც შეიძლება ხელახლა მზარდი ძალით იჩინოს თავი პოლიტიკურ ასპარეზზე".

   ბათიაშვილი ბაჩო ახალაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბათიაშვილი ციხეში ყოფნის დროს მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს სკამზე ასული სვამდა აბსურდულს უწოდებს და ამბობს:

   -"ბაჩო ახალაიას ბოდვაზე როგორ შეიძლება სერიოზულად ილაპარაკო?! ფაქტებით ვილაპარაკოთ: როდესაც უმძიმესი ბრალდებით ციხეში მოვხვდი, საპროცესო შეთანხმებაზე უარი ვთქვი, ასევე უარი განვაცხადე შეწყალებაზე. ციხიდან ვაგზავნიდი მიმართვებს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და იქიდან რომ გამოვედი, ისევ ბრძოლაში ჩავერთე და მე  სააკაშვილის სადღეგრძელოს დავლევდი ციხეში?! პათოლოგი ახალაიას ბოდვას მგონი სერიოზულად არავინ აღიქვამს. ახლა მიამატეს თითქოს ახალაიას ოჯახს ვემუქრები. აქ დაკვეთასა და ინტერსეზეა საუბარი, მაგრამ უნიჭოდ გამოსდით. თავადვე მივხვდნენ, რომ ძალიან დიდი იდიოტობა გამოუვიდათ".