Iverioni
«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
აპრილი 2021 (4)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
17-07-2014, 12:54
ნანახია: 1128

უჩა ნანუაშვილი მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებული საკითხის ხელახალი გამოძიებას ითხოვს

   დღეს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მოისმენენ სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ანგარიშშ, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად შესულია ანგარიშსწორებისა და უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობის გამოვლენის ფაქტები.

   როგორც ცნობილი ხდება, სახალხო დამცველი რამდენიმე საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს და ეს საქმეებიც მის მიერ წარდგენილ ანგარიშშია შესული.

   -"ჩვენ რამდენიმე საქმის ხელახალ გამოძიებას ვითხოვთ. ერთ-ერთია გასული წლის ივნისში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების უკანონო დაკავების ფაქტი, ასევეა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებული საკითხის ხელახალი გამოძიება"-განაცხადა ნანუაშვილმა.