ვინ ემუქრება "არასწორი პასტუპკებისთვის" ნაციონალებს?

ვინ ემუქრება "არასწორი პასტუპკებისთვის" ნაციონალებს?

   ადვოკატი გოგა ონიანი აცხადებს, რომ  გუშინ "რემენასთან" დაკავშირებული განცხადების გავრცელების შემდეგ მას დაურეკა პიროვნებამ, რომელიც დაემუქრა და უთხრა, რომ "არასწორი პასტუპკებისთვის" გოგა ონიანს, გიგა ბოკერიას, აკო მინაშვილს აუცილებლად დახვდებიან სადარბაზოებთან და ფიზიკურად გაუსწორდებიან.

   -"ეს არის კრიმინალის გათავხედების შედეგი, მათ არანაირი შიში არ აქვთ პოლიციის და ღია ნომრებიდანაც კი  აკეტებენ ასეთი სახის მუქარებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ეს მძიმე შედეგის მომტანი იქნება და შეეხება ყველა მოქალაქეს, საშიშია, რომ დავბრუნდებით იმ პერიოდში, როცა ხარკს უხდიდა ქართული საზოგადოება ერთის მხრივ მილიციას და მეორე მხრივ კრიმინალურ სამყაროს".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: