ჯონდი ბაღათურია:-"ან იპრეზიდენტე, ან გადადექი!"

ჯონდი ბაღათურია:-"ან იპრეზიდენტე, ან გადადექი!"

   "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დღეს პარლამენტის მიერ რატიფიცირებაზე პრეზიდენტის არ მიწვევას გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"პრეზიდენტი არ მიიწვიეს პარლამენტში, ეს სამარცხვინო "ბასტი-ბუბუ" უნდა დასრულდეს.  მე კრიტიკულად ვიყავი და ვარ განწყობილი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურის მიმართ, მაგრამ ეს კაცი ახლა პრეზიდენტია და არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული და პატივი უნდა სცე, როგორც პირველ პირს. როგორც ჩანს, მას პირადი კონფლიქტი აქვს ივანიშვილთან და მორჩილებას არ ამჟღავნებს მის მიმართ, იცით, რომ ქვეყანას მართავს არა მთავრობა და პარლამენტი, არამედ ივანიშვილი, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მთავრობამ და პარლამენტმა მასთან გააფუჭა ურთიერთობა, მიიყვანა ურთიერთობა ბავშვურ კონფლიქტებამდე. ამიტომ მინდა ვუთხრა მარგველაშვილს-ან იპრეზიდენტე, ან გადადექი! მან გაუშვა შანსი ხალხის მხარდაჭერა მოეპოვებინა, მას ვეტო უნდა დაედო მაგალითად ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, შეიძლება ეს ვეტო პარლამენტს დაეძლია, მაგრამ მისი ნდობა ხალხში გაიზრდებოდა და პოლიტიკურად გაძლიერდებოდა, რადგან დადგებოდა იქ, სადაც იდგა ქართველი ხალხი და საზოგადეობა. ასე რომ მოქცეულიყო, დღეს კეფაში წამორტყმას ვერავინ გაუბედავდა. სირცხვილია ეს ყველაფერი! ხალხმა აირჩია და შენ რომ პარლამენტი ხარ, პატივი უნდა სცე ხალხის არჩევანს, იმდენი უფლებები ცამოართვეს, რარა დარჩა... თუ გუნდი ხართ, გუნდი იყავით, თუ არადა თავმოყვარეობა გამოიჩინე და გადადექი!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: