საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო და ქართველი ხალხის სახელით სამძიმარი განუცხადა ყველა იმ სახელმწიფოების მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ბორტზე.

   -"შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777 კატასტროფის გამო.

   ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ  ჰოლანდიის, მალაიზიისა და ყველა იმ სახელმწიფოების მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ბორტზე.

   მნიშვნელოვანია რომ საერთაშორისო ძალისხმევით ჩატარდეს გამოძიება და სათანადო შეფასება მიეცეს ამ ტრაგედიას". 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: