Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (9)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
18-07-2014, 14:03
ნანახია: 2977

ინგა ჟღერია: კაზანტიპი მართლაც ერის დაღუპვის ტოლფასი იქნება!

„ივერიონში“ გამოქვეყნდა ჟურნალისტ ზაურ ნაჭყებიას სტატია: „კაზანტიპის ფესტივალიდან... სოდომ-გომორამდე, ანუ, ცეცხლს მართლა ნუ ვეთამაშებით!“ რომელსაც საკმაოდ მწვავე კომენტარები მოჰყვა.

გთავაზობთ ჩვენი ერთგული მკითხველის ქ-ნ ინგა ჟერიას კომენტარს (სტილი დაცულია).

ძალიან ნიშანდობლივია, რომ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის მარხვაში უნდათ ამ აღვირახსნილობის ჩატარება.  საკმაოდ ყურადრებამისაქცევი ფაქტია...  ეს, საერთოდ, ბოროტის ხელწერაა - ქრისტიანულ სომბოლოებს მისცეს საპირისპირო დატვირთვა და მართლმადიდებლური დღესასწაულები ლაფში ამოსვაროს, არ უნდა მივცეთ საამისოდ გასაქანი, ეს მართლაც უკვე ერის დაღუპვა იქნება.

პირველ რიგში საკუთარ გამოშტერებულ ახალგაზრდებზე უნდა ვიმოქმედოთ,რომლებიც აღტკინებულები ელიან ამ ორგიას, რომ ყელამდე ჩაეფლან ცოდვის მორევში - ყველაფერს ყიდიან , რომ ამ ფესტივალზე ბილეთი მოიპოვონ, სწორედ ამიტომაც ისადგურებს სიბნელე და უბედურება ჩვენს ქვეყანაში - ისევ ჩვენი ხელით და ნებით შემოგვყავს სატანა და ფიანდაზებს ვუფენთ.

როდემდე?

სანამ არ გამოფხიზლდება საქართველოს მოსახლეობა, თუ რა დილემის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, მანამდე გვექნება გამუდმებული გაწევ-გამოწევა და უარყოფითი ემოციები,ქაოსი და შფოთი სულში.

მივმართავ ყველა იმ მოზარდის თუ ზრდასრულის მშობლებს - არ დაუშვან მათი შვილების მონაწილეობა ამ აღვირახსნილ და ხელოვნურად შემოძალებულ სანახაობაში,შედეგები სულ მალე ცხვირიდან ძმრად ამოგვდინდება.