პრეზიდენტი პარლამენტში მიდის

პრეზიდენტი პარლამენტში მიდის

   პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოხდება. დოკუმენტი დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ წარუდგინა. დეპუტატებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს. სხდომაზე მიწვეული არიან ევროკომისარი შტეფან ფულე, ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

    მიუხედავად იმისა, რომ რატიფიცირებაზე საქართველოს პრეზიდენტი მიწვეული არ იყო, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცრებას დაესწრება. ინფორმაციას ადასტურებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

   პარლამენტთან კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. იპოთეკით დაზარალებულები კიდევ ერთხელ ახსენებენ მთავრობას თავს და დახმარებას ითხოვენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: