ეუთო მოითხოვს არავინ შეეხოს ავიაკატასტროფის ადგილს

ეუთო მოითხოვს არავინ შეეხოს ავიაკატასტროფის ადგილს

   უკრაინაში მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შესახებ დეკლარაციას ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს 57-ვე ქვეყნის წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი. ეუთო მოითხოვს, არავინ შეეხოს ავიაკატასტროფის ადგილს და არ შეუშალოს ექსპერტებს ხელი სამუშაოების ჩატარებაში.

   მიღებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ "აუცილებელია სამმხრივი ჯგუფის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მდგრადი პირობების შექმნა (იგულისხმება რუსეთი, უკრაინა და ეუთო), რომელსაც ყველა მხარე დაიცავს და ეს აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობას ბოლოს მოუღებს".

   ეუთო–ს მუდმივი საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, ორგანიზაციის მონიტორინგის მისიისა და სხვა საერთაშორისო წარმომადგენლების ავიაკატასტროფის ადგილზე მუშაობისთვის უსაფრთხო და საიმედო გარემო შეიქმნას.

  იმის გათვალისწინებით, რომ ავიაკატასტროფიდან რამდენიმე საათში ადგილზე მაროდიორობის ფაქტები დაფიქსირდა, დეკლარაცია შეიცავს ადგილობრივი მოსახლეობისადმი მიმართვას, "შემთხვევის ადგილი აუცილებლად ხელშეუხებელი შენარჩუნდეს, მათ შორის არ განადგურდეს ნამსხვრევები, მოწყობილობები, ნაგავი და მგზავრების პირადი ნივთები".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: