Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
21-07-2014, 16:25
ნანახია: 715

დავით დარახველიძე:-

   დავით დარახველიძე განცხადებას ავრცელებს:

 

   "მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც ამ წელიწადნახევრის განმავლობაში მომიწია მუშაობა. მე ვარ და ვრჩები იმ გუნდის წევრად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დიდ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში და რომელიც, დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებას მიაღწევს.

დევნილთა სამინისტრომ მართლაც სერიოზულ შედეგებს მიაღწია ამ ხნის განმავლობაში. ეს იყო იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც დაიწყო  ბიძინა ივანიშვილმა და წარმატებით გააგრძელა პრემიერმა  ირაკლი ღარიბაშვილმა. 

   ბედნიერი ვარ, რომ ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობა მომიწია სამინისტროს  შეკრულ, პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდთან. მინდა ასევე პრემიერს და მინისტრთა კაბინეტის თითოეულ წევრს დიდი მადლობა ვუთხრა იმ  ხელშეწყობისთვის, რასაც მე ამ ხნის მანძილზე ყოველდღიურად ვგრძნობდი მუშაობისას. 

წარმატებას ვუსურვებ დევნილთა და განსახლების ახალ მინისტრს, ბატონ სოზარ სუბარს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის წარმატებული იქნება ამ ახალ პოზიციაზეც.

   და ყველაზე მთავარი, - მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს დევნილ საზოგადოებას, - მადლობა მათ, რომ დაიჯერეს და ირწმუნებს იმ კურსის, რომელიც ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა და რომლის განხორციელების პატივიც მე მქონდა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში.  დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის თუ რაიმე შეიცვლება, მხოლოდ უკეთესობისკენ".