Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
21-07-2014, 18:41
ნანახია: 798

   "სააკაშვილის დროსაც კი, ოპოზიციას ზრდილობის გულისთვისაც კი, რაიმე თანამდებობას შესთავაზებდნენ"-ასე გამოეხმაურა ალექსანდრე ელისაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების პოსტზე კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი წევრების არჩევას.

   -"წინასწარ ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ ხომ იცით, მაინც იმედი გაქვს, რომ რამე შეიცვლება, დღევანდელი გადაწყვეტილებით "ქართულმა ოცნებამ" ძალიან ცუდი პოლიტიკური კულტურა გამოავლინა. სააკაშვილის დროსაც კი ოპოზიციას დეკორატიულად და  ზრდილობის გულისთვისაც კი რაიმე თანამდებობას შესთავაზებდნენ ხოლმე და დღეს, "ქართულმა ოცნებამ" თანამდებობები 100%-ით აიღო. "ქართულ ოცნებას" არჩევნები 100%-ით არ მოუგია შესაბამისად უფრო მართებული და საქმისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ თუნდაც სარევიზიო კომისია ოპოზიციისთვის შეეთავაზებინათ. ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, რევიზიის არაფერი გამეგება, ამის ამბიცია არ მაქვს. დასანანია და ძალიან ცუდია ეს, პირველ რიგში თავად "ქართული ოცნებისთვის", ზოგადად ქალაქისთვის, როდესაც საკრებულოში წამყვანი ძალა ასე იწყებს საქმიანობას"-განაცხადა ელისაშვილმა.