ირაკლი ღლონტი:-"მე, რომ ხელისუფლებაში ვიყო, აუცილებლად დავადგენდი ნორმატივებს სტუმრებისათვის"

ირაკლი ღლონტი:-"მე, რომ ხელისუფლებაში ვიყო, აუცილებლად დავადგენდი ნორმატივებს სტუმრებისათვის"

   კაზანტიპის ფესტივალს პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი სოციალური ქსელთ ეხმაურება და წერს:

 

    -"ამ ხნის მანძილზე კაზანტიპთან მიმართებით კომენტარი არ გამიკეთებია, თუმცა ყურადღებას ვადევნებდი პროცესის მიმდინარეობას. დღეს ვნახე, რომ დედა ეკლესიაც საწინააღმდეგო პოზიციაზე დგას და ქადაგებს ამ პროექტის საწინააღმდეგოდ, ვერავინ ვერ შეედავება მათ, რომ ავისმომასწავებელი არაფერი არ არის. მე, რომ ხელისუფლებაში ვიყო, აუცილებლად დავადგენდი ნორმატივებს სტუმრებისათვის, რომ ჩემ ქვეყანაში საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არ შემოვიდნენ მწვავე ვენერული (სქესობრივი გზით გადამდები) დაავადების მქონე პირები (მარტივად – საზღვრის კვეთისას ვალდებული იქნებოდნენ წარედგინათ სამედიცინო დოკუმენტი). ჩემი აზრით, ათობით ათასი "კაზანტიპის რესპუბლიკის" ერთგული უცხოელი "მოქალაქე" მომეტებული საფრთხის მატარებელია, რომ ანაკლიაში თავი იჩინოს სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა. წარმატებები საქართველო!!!"

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: