რუსთავის ბაზაზე ხალი სასადილო შენობა გაიხსნა

რუსთავის ბაზაზე ხალი სასადილო შენობა გაიხსნა

   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურმა შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს რუსთავის ბაზაზე, ამავე დეპარტამენტის დირექტორ ზაზა ფანცულაიასთან ერთად, ახალი სასადილო შენობა გახსნა.

 

   ახლადაშენებული, თანამედროვე სტანდარტების, ერთსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. მისი მშენებლობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

 

   ღონისძიების ფარგლებში, მინისტრის მოადგილე დეპარტამენტის პირად შემადგენლობას შეხვდა და ავტოპარკი დაათვალიერა. ვახტანგ გომელაური ადგილზე გაეცნო პირადი შემადგენლობის საცხოვრებელ პირობებს და კავშირგაბმულობის სფეროში დანერგილი ახალი ტექნოლოგიების მუშაობის სპეციფიკას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: