Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
22-07-2014, 20:18
ნანახია: 721

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი აზერბაიჯანელი ჟურნალისტების კავშირის სხდომას დაესწრო

   პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი მარნეულში დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტების კავშირის სხდომას დაესწრო, რომელიც აზერბაიჯანული ჟურნალისტიკის 139 წლისთავს მიეძღვნა.

   ჟურნალისტებმა  რეგიონალური მედიის მნიშვნელობასა და მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, იმის მიუხედავად, რომ დღეს ბეჭდურმა მედიამ ინტერნეტ მედიის სასარგებლოდ დათმო პოზიცია, საქართველოში ჯერ კიდევ არის სოფლები, სადაც ინტერნეტთან წვდომა შეუძლებელია და ინფორმაციის ერთადერთი წყარო გაზეთია. ამასთანავე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ, რაიონული ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში არსებობს ქართული ენის ცოდნის პრობლემაც და ამიტომ აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი გაზეთების არსებობა ძალზე მნიშვნელოვანია.

   პრეზიდენტის მრჩეველმა და აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს, რომელთა შორის ერთობლივი ღონისძიებებისა და აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის ტრეინინგების გამართვა იყო. სოფიო შამანიდის განცხადებით, ტრენინგებში საქართველოს წამყვანი ჟურნალისტები ჩაერთვებიან.

   აზერბაიჯანელი ჟურნალისტების კავშირის სხდომაზე რამდენიმე აზერბაიჯანელი ჟურნალისტიც დააჯილდოვეს.