თეა წულუკიანი:-"გიგი უგულავას დაკავებაზე მორატორიუმმა ვერ იმოქმედა"

თეა წულუკიანი:-"გიგი უგულავას დაკავებაზე მორატორიუმმა ვერ იმოქმედა"

   იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებაზე მორატორიუმმა ვერ იმოქმედა იმ მიზეზით, რომ უგულავა ქვეყნიდან მიმალვას ცდილობდა.

 

   "პრემიერის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი იყო პოლიტიკურად კეთილი ჟესტი. ეს არსად არწერია კანონში და შესაბამისად, პრემიერს არ ევალებოდა ამის გაკეთება, მაგრამ მან ეს გააკეთა. ესკარგი ნაბიჯი იყო, საარჩევნო გარემო გააუმჯობესა. უგულავამ დაიწყო ცრუ მოძრაობები და ორჯერიმყოფებოდა აეროპორტში,ის ცდილობდა ქვეყნიდან 

   მიმალვას და რა თქმა უნდა, აქ მორატორიუმივერ იმოქმედებდა. მორატორიუმი არ იყო იმუნიტეტი, ამიტომ სამართალდამცველმა ორგანოებმამიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. მე ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ და ვთვლი, რომ უგულავამპასუხი უნდა აგოს მთელი სიმკაცრით იმ ქმედებებისთვის, რაც მას დაუდგინდება." ნათქვამია განცხდებაში.

ნათია ხარბედია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: