სოსო რობაქიძე განცხადებას აკეთებს

სოსო რობაქიძე   განცხადებას აკეთებს

დღეს „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში სოსო რობაქიძე ჟურნალისტებს შეხვდა.


„ნაციონალების“ ზეობის პერიოდში სადისტურად მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეული  უცხოელი პროკურორების ჯგუფთან  შეხვედრას ითხოვს.


„მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს  საქართველოში მყოფ  უცხოელ პროკურორებს შეგვახვედრონ. ჩვენც ჩაგვრთონ ამ საქმეში.   ამ ადამიანებს არაერთი პრეზიდენტი და პრემიერი პასუხისგებაში ჰყავთ მიცემული.  ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. ჩაგვრთონ ამ საქმეში და საზოგადოება დაინახავს, თუ როგორ წარიმართება საქართველოში სამართლიანობის აღდგენა“ - აცხადებს სოსო რობაქიძე.


იგი თვლის, რომ ხელისუფლება მის თხოვნას გაითვალისწინებს.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: