Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
24-07-2014, 17:00
ნანახია: 1044

ოთარ ხუფენია: ვფიქრობ სოზარ სუბარი შესაფერისი კანდიდატურაა

სამთავრობო ცვლილებებზე „ივერიონს“ ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური წონასწორობის ცენტრის“ პრეზიდენტი ოთარ ხუფენია.


რა აზრის ხართ სამთავრობო ცვლილებებზე და კონკრეტულად როგორ შეაფასებდით ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის  სოზარ სუბარით ჩანაცვლებას?


ამ ცვლილებამ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.რაც შეეხება ახალ მინისტრს - სოზარ სუბარს,  მე მას ჯერ კიდვ ჟურნალისტობის პერიოდიდან ვიცნობ. ვფიქრობ, შესაფერისი კანდიდატურაა. მე თვითონ ვარ დევნილი აფხაზეთიდან და ჩემი საქმიანობაც ამ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. წარმატებას ვუსურვებ ამ ურთულეს საქმეში.


როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა ახალი მინისტრი იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც მას სამინისტროში დახვდა?


ჩემი ღრმა რწმენით, პრობლემა იმდენად ღრმა და მრავალწლიანია, რომ მხოლოდ მინისტრი ამ პრობლემას ვერ დაძლევს. მაგრამ ის, რაც ოცნების პროექტშია და რაც მათ მიზნად აქვთ დასახული, განხორციელდება.


შედგება  თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა?


ჩემი მოსაზრება მაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებათან დაკავშირებით. არასამთავრობოებში წესრიგია დასამყარებელი. ვერც ერთი სამთავრობო სტრუქტურა, მათ შორის ვერც დევნილთა და განსახლების სამინისტრო არასამთავრობოებთან თანამშრომლობის გარეშე ვერ მიაღწევს შედეგს.  სოზარ ზუბარს კი არასამთავრობოებთან მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.