Iverioni
«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
აპრილი 2021 (2)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
25-07-2014, 17:28
ნანახია: 944

ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი გუნდი ახალ გამოწვევებს პასუხობს

ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მის მიერ შერჩეული კანდიდატები უპასუხებენ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თან ახლავს ახალ გამოწვევებს.
 
 "ახლა, როცა მთელ ძალისხმევას ვდებთ, რომ ქვეყნის ევროპეიზაცია გახდეს შეუქცევადი პროცესი, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოვდუნდეთ და აქტიურად და მიზანმიმართულად ვიმუშაოთ, რათა შეუფერხებლად განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ეს ძალიან შრომატევადი პროცესია და სრულიად ბუნებრივია, რომ ამ პროცესში  მოვახდინოთ სამთავრობო გუნდის გადახალისება. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ განახლებული გუნდი. მათ უდიდეს უმრავლესობას ყველა იცნობთ. ახალი მინისტრების შერჩევისას  გავითვალისწინე ახალი რეალობა და შევარჩიე ისეთი კანდიდატები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უპასუხებენ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თან ახლავს ახალ გამოწვევებს, და წარმატებით გაუძღვებიან იმ დარგებს, რომლებსაც მათ ვაბარებთ." - აცხადებს ღარიბაშვილი.