სემინარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

სემინარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

   შსს-ს აკადემიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველის აპარატს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიის მსმენელებისთვის ჩატარდა ერთდღიანი სემინარი თემაზე: "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები". ღონისძიება შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა გახსნა.

   სემინარს უძღვებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის უფროსი ნათია ფირაშვილი და გაერო-ს იურისტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში ირინა ობოლაძე.

   სემინარზე განიხილეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხი საქართველოს საკანონმდებლო აქტების მიხედვით, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის კონვენციის მიხედვით.

   ღონისძიების დასასრულს აღნიშნულ თემებზე პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდა და დისკუსია გაიმართა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: