სულხან ზუმბურიძე:-"იმისთვის, რომ ყველა ეჭვი გაიფანტოს, გამოძიება უნდა ჩატარდეს"

სულხან ზუმბურიძე:-"იმისთვის, რომ ყველა ეჭვი გაიფანტოს, გამოძიება უნდა ჩატარდეს"

   წუხელ საქართველოს მაშტაბით ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით დღეს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართეს. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სომეხ კოლეგას წუხელ ელექტროენერგიის მოწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

   ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ამ დროისთვის საქართველოს ელექტროენერგია ორი ქვეყნიდან მიეწოდება. ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზეი კი პირველადი მონაცემებით ტექნიკური პრობლემა იყო.

   -"პირველადი ინფორმაციით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ტექნიკური დაზიანება იყო, თუმცა იმისთვის, რომ ყველა ეჭვი გაიფანტოს, გამოძიება უნდა ჩატარდეს და ამისთვის ჩვენ მზად ვართ, ამ დროისთვის მიმდინარეობს დაზიანებული ხაზების აღდეგნითი სამუშაოები. სისტემაში ავარია მოხდა, რის შემდეგაც ჩვენმა ენერგეტიკოსებმა ზომები მიიღეს. ჩვენ ყველა რეზერვის მობილიზაცია გავაკეთეთ, მივეცით განკარგულება თბოსადგურს და ის უკვე ამ წუთებში ჩართულია. ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკება და ავარიულ რეჟიმში მოვახდინეთ ტვირთის შემოტანა. დღეს დილით ამ რეჟიმის დივერსიფიკაცია გავაკეთეთ და ამ დროისთვის ჩვენ ორი ქვეყნიდან გვაქვს იმპორტი იმისთვის, რომ ამ ყველაფერმა ვიდრე ჩვენი შიდა ხაზები გვექნება აღდგენილი, მოსახლეობისთვის უმტკივნეულოდ გადაიაროს და იგივე პრობლემა დღეს გამოვრიცხოთ" - განაცხადა ზუმბურიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: