სააკაშვილის მსგავსად ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ ადეიშვილსა და კეზერაშვილს

სააკაშვილის მსგავსად ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ ადეიშვილსა და კეზერაშვილს

   გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცცხადა, რომ  ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემაც მისცა.

 

-"გუშინ ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს. რაც შეეხება უგულავასადმი ბრალდებას, ადვოკატის შეფასებით, ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი, არამედ არის საზოგადოებაში გავრცელებული აზრები და მოსაზრებები, რაღაც ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრისა და შემდეგ "იმედის" ცნობილ მოვლენებს უკავშირდება.

   საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მთავარ პროკურატურაში გუშინ გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

   მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ.

   გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს ბრალი ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე წარედგინათ. მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს"-განაცხადა ბასილიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: