Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (6)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
29-10-2012, 09:18
ნანახია: 5085

ზურაბ ადეიშვილმა ხელს მთავრობის კუთვნილი ავეჯიც გააყოლა

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც ამჟამად, სავარაუდოდ, ავსტრიაში იმყოფება, წყნეთის სამთავრობო აგარაკიდან ხელს მთავრობის კუთვნილი ავეჯიც გააყოლა.


ზურაბ ადეიშვილი ეგრეთ წოდებულ სამთავრობო აგარაკზე, წყნეთში ოჯახთან ერთად 2005 წლიდან ცხოვრობდა.


როგორც სარწმუნო წყარო იუწყება, საქართველოდან გაქცევის წინ მან ქონება რამდენიმე სატვირთო მანქანით გაიტანა. მათ შორის იყო სახელმწიფო საკუთრება _ ავეჯი და სამზარეულო გარნიტური. ამ ტიპის ავეჯით მოწყობილია ყველა იმ მაღალი თანამდებობის პირის კოტეჯი, რომლებიც სამთავრობო ზონაში ცხოვრობენ.


აღნიშნულის შესახებ "ივერიონს" კულუარულად მოუთხრო სამთავრობო ზონაში მომუშავე ერთ-ერთი მინისტრის დიასახლისმა, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.


სარწმუნო წყარო იმასაც ამბობს, რომ ზურაბ ადეიშვილი თავის პირად დაცვასთან ერთად აეროპორტში მივიდა, დაცვა აეროპორტის შესასვლელში დატოვა და "რაღაც საკითხის" მოსაგვარებლად წავიდა, რომლის შემდეგაც უკან არ მობრუნებულა. როგორც ამბობენ, დაცვა ამაოდ ელოდა ადეიშვილის გამოჩენას. მოგვიანებით დაცვამ შეიტყო, რომ ადეიშვილმა თავს უშველა და უცხოეთში გაუჩინარდა.


სად ინახება ადეიშვილის მიერ "პროვატიზებული" ავეჯი, ჯერჯერობით უცნობია.