მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გათავისუფლებულია

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გათავისუფლებულია

   ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი სომხიშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლა. ბრძანება უკვე დაწერილია.

   გ. სომხიშვილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის  აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან  გათავისუფლების შესახებ: 

    "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიცი-პალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის N118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 

მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლდეს გიორგი სომხიშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან 2014 წლის 1 აგვისტოდან. 

 ირაკლი ღარიბაშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: