კუდის ყოფილი ხელმძღვანელი გასამართლებულია

კუდის ყოფილი ხელმძღვანელი გასამართლებულია

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ რომან შამათავას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის  4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ხოლო ტერორიზმის ბრალდებაში იგი უდანაშაულოდ ცნეს.

შამათავას გარდა, ამ საქმეში სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულიაც   იყო ბრალდებული, რომელიც აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კისაპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 2 წლით პირობითი მსჯავრი დაედო.

გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა გამოიკვეთა. პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შსს-ს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელატერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ასევე, ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: