შსს-მ ნარკოტიკების შემცველი მცენარეები გაანადგურა

შსს-მ ნარკოტიკების შემცველი მცენარეები გაანადგურა

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით,  შინაგან საქმეთა მინისტრ  ალექსანდრე ჭიკაიძის ბრძანების საფუძველზე  მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული საშუალებების განადგურების ღონისძიება სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ერთდროულად ჩატარდა. შსს-ს სამხარეო სამმართველოების თანამშრომლებმა ველურად მზარდი კანაფი შესაბამისი წესების დაცვით გაანადგურეს.


„სამართალდამცველებმა აღნიშნული რეგიონების  სხვადასხვა სოფლების მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სულ 28 ტონა და 373 კგ მცენარე  გაანადგურეს.“ ნათქვამია განცხადებაში.


კანაფის განადგურების პროცესს სამხარეო მთავარი სამმართველოების, რაიონული განყოფილების უფროსები და შსს-ს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: