,,წიგნი ყველა სოფელს""

,,წიგნი ყველა სოფელს""

   საგანმანათლებლო პროექტი- "წიგნი ყველა სოფელს", არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის"" და "წიგნის მეგობრების" "ინიციატივით განხორციელდება.  პროექტის ფარგლებში იმერეთის, სვანეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება. 

   პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, "ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის", "პალიტრა L"-ის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის  და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით  ხორციელდება და რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.     პროექტის პრეზენტაცია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 1 აგვისტოს გაიმართება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: