ევროკავშირი გაუწევს მონიტორინგს სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებს

ევროკავშირი გაუწევს მონიტორინგს სხვადასხვა  საპროცესო მოქმედებებს

   ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს საქართველოს საერთო ღირებულებებისადმი ერთგულებას და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

   "შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მაშინ როცა არავინ დგას კანონზე მაღლა, გამოძიება უნდა იყოს გამჭირვალე, პროპორციული, პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი და ამავე დროს მკაცრად მიესადაგებოდეს სამართლიან პროცესს. ევროკავშირი ყურადღებით გაუწევს მონიტორინგს ამ და სხვა საპროცესო მოქმედებებს მთავრობის ყოფილი და მოქმედი ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ.

 მოვუწოდებთ ყველა მხარეს წარსულის დაპირისპირების გვერდის ავლით სვლის გაგრძელებისკენ და ქვეყნის მომავალზე ფოკუსირებისკენ. საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ეს კი მოითხოვს შორსმჭვრეტელ ლიდერობას, რომელიც მზად იქნება პოლარიზებული პოლიტიკის მოდელი დაამსხვრიოს",-ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: