ელისო კილაძე: „მე ვასილ მაღლაფერიძის ჩვენებას არ ვენდობი!“

ელისო კილაძე: „მე ვასილ მაღლაფერიძის ჩვენებას არ ვენდობი!“

გაზეთ „ქრონიკის“ რედაქტორი ელისო კილაძე მიხეილ სააკაშვილისადმი ბრალის წაყენებასა და  არკადი პატარკაციშვილისთვის და ვალერი გელბახიანისთვის  სახელმწიყო გადატრიალების მუხლით წაყენებულ ბრალდებას გამოეხმაურა. სიმბოლურია ის გარემოება,  რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი წყენებულ ბრალში პირდაპირ ფიგურირებს  არკადი პატარკაციშვილისა და  „იმედის“ სახელი. აღნიშნული განცხადება კილაძემ  რეპორტიორის“ პრეს-კლუბში გააკეთა.


„სიმბოლურია ის გარემოება,  რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი წყენებულ ბრალში პირდაპირ ფიგურირებს  არკადი პატარკაციშვილისა და  „იმედის“ სახელი. მხოლოდ მაშინდელი გუბერნატორის, ვასილ მაღლაფერიძის ჩვენება საკმარისი არ არის, რამდენჯერმე აღინიშნა ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრის მსვლელობისას რომელიღაც მოწმე რაღაცას ინიშნავდა, არამგონია იმდროინდელი რეჟიმის დროს ვინმესთვის მიეცათ იმის უფლება , რომ მსგავს შეხვედრაზე ბლოკნოტით მჯდარიყო. მე არ ვენდობი ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას, თუკი მას უნდოდა, რომ ეს საქმე რეზონანსული ყოფილიყო, განცხადება ადრე უნდა გეკეთებინა. ის ფაქტიურად შვიდი წლის განმავლობაში ჩუმად იყო, ერთ-ერთი ვინც ამ საკითხს გამოეხმაურა, მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარია. სასურველი იქნება, თუ ვასილ მაღლაფერიძეს ზურაბ ჟვანიას საკითხთან დაკავშირებითაც გაახსნდება რამე და მსხგავს განცხადებას გააკეთებს. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ბრალდებისთვის პირდაპირი მტკიცებულებად ჩაითვლება ისეთი მტკიცებულება, რომელსაც მერაბიშვილის, ადეიშვილის და ბოკერიას მსგავსი პიროვნებები მისცემენ.“ - განაცხადა  ელისო კილაძემ.


 მეორე საკითხი, რომელზეც კილაძემ გაამახვილა ყურადღება, არკადი პატარკაციშვილისადმი და ვალერი გელბახიანის მიმართ   წაყენებული ბრალდებაა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მუხლით კვალიფიცირდება. კილაძე აღნიშნავს, რომ ეს აბსურდული ბრალდებაა, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ იმ პერიოდში პატარკაციშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას აფინანსებდა.


„ცნობილია, რომ მაშინდელი ხელისუფლების მიერ მუშავდებოდა პროექტი. იმ პერიოდში  ჩვენ დაგვიკავშირდნენ სამხედროები, რომელთაც გვითხრეს, რომ თითქოს გოგოა  ხაინდრავას 10  000 დოლარი მიუტანია აქციაზე იარაღის შესაძენად.  პროექტის ეს ნაწილი მათ ჩაეშალათ. მომდევნო შეხვედრის შუამავალი გახლდათ მარინა გაბუნია, რომელიც გუგა ცანავამ და მამუკა იზორიამ მოუყვანა“.


24 დეკემბერს კოდუასა და პატარკაციშვილის შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ორივე მხარე იწერდა, ხოლო შეხვედრის მეორე ნაწილს, რომელიც სხვაგან მიმდინარეობდა იწერდა მხოლოდ ერეკლე კოდუა. ამ მეორე ნაწილის ჩანაწერი მხოლოდ მათ ჰქონდათ.


პატარკაციშვილს სურდა ხელისუფლება დანგრეულიყო შიგნიდან. მას სურდა  ერეკლე კოდუა  გადმოებირებინა თავის მხარეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მას დაქვემდებარებული ყველა პირი ავტპომატურად ის მხარეს გადმოვიდოდა. ამ შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ის, რომ პატარკაიშვილი დარწმუნებულიყო „მასტერას“  არსებობაში. საუბარია ჩანაწერზე, სადაც  ვინმე „მასტერა“ პატარკაციშვილის ფიზიკურ ლიკვიდაციას ითხოვდა.


აღნიშნული საქმე წლების განმავლობაში თაროზე იყო ჩამოდებული, 2013 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, კერძოდ არჩილ კბილაშვილის პროკურორობის პერიოდში შევიტანეთ  განცხადება, რომ შეწყვეტილიყო აღნიშნული საქმე, მთუმეტეს, მაშინ, როდესაც საქმეში აღნიშნული პირი, პატარკაციშვილი უკვე ცოცხალი აღარ არის, მაგრამ პროკურატურას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პასუხი არ გაუცია.“


 ნათია ხარბედია


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: