Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
6-08-2014, 23:37
ნანახია: 620

თამარ სანიკიძე:-

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისში მიმდინარე "ამბასადორიალი 2014"-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში, სამინისტროს მნიშვნელოვანი და ძირეული მიმართულებები გააცნო.

 

   მინისტრის განცხადებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაზეც სამინისტრო მუშაობს,  ჩვენი ქვეყნის მეცნიერების საერთაშორისო კვლევებში ჩართვაა - ჩვენი მთავარი მიზანია გავაღრმავოთ საერთაშორისო ურთიერთობა და ჩავერთოთ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში, გავხდეთ ამ პროცესების განუყოფელი ნაწილი, ამიტომ საჭიროა ელჩები მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე ტენდეციების, მიმდინარე პროგრამების შესახებ, რათა დროულად მოხდეს კომუნიკაცია საჭირო უცხოელ პარტნიორებთან - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.