Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (6)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
30-10-2012, 10:20
ნანახია: 1736

ნიუ-იორკი კატასტროფის წინაშე დგას?!

ნიუ-იორკს ქარიშხალი "სენდი" უახლოვდება, ის პიკს დღეს საღამოსთვის მიაღწევს.

 

ამ დროისთვის ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებიდან 400 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული, ქარიშხალს უკვე ათობით ადმიანის სიცოცხლე შეეწირა. 

5 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

 

დახურულია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაც, რაც ბოლო 27 წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა.

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სპეციალური ბრიფინგი მოაწყო და სტიქიის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს სიტყვით მიმართა: "მე ველაპარაკე ხუთივე შტატის გუბერნატორს და მინდა დავრწმუნდე იმაში, რომ სტიქიის ეპიცენტრში მცხოვრებ ადამიანებს გააჩნიათ წყლისა და საჭირო მედიკამენტების მარაგი. ქარიშხალი "სენდი" ჩვენამდე დღეს მოაღწევს და ის მილიონობით ადამიანს საფრთხეს შეუქმნის, ამიტომ მინდა შტატების მოსახლეობას მოვუწოდო, საჭიროების შემთხევაში ევაკუაციის ბრძანებას გაგებით შეხვდნენ და დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლებების მითითებებს". 

 

ნიუ-იორკის მერი მაიკ ბლუმბერგი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებ. მისი თქმით, ამ დროისთვის გარეთ გასვლა სახიფათოა და მოსახლეობას ვთხოვ, სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავოს და გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე.