Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
11-08-2014, 08:32
ნანახია: 574

გიორგი მარგველაშვილი:-

   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტანკისტებს პროფესიული დღე მიულოცა.   

   -"ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, თქვენ სათაყვანებელი ადამიანები ხართ, ხოლო როგორც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლისთვის - ერთგული თანამებრძოლები. პატივცემულო ჯარისკაცებო, სტუმრებო!

   მინდა მივულოცო პროფესიული დღე ჩვენს ტანკისტებს და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო ის პატივისცემა, რომელიც თითოეულ ქართველს ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და ჯარისკაცების მიმართ გვაქვს. ეს ხალხი აგრძელებს ჩვენს უძველეს სამხედრო, მხედრულ ტრადიციებს, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანა ეს პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყანა. თქვენ მიმართ პატივისცემა არის პატივი ჩვენი წინაპრების მიმართ, თქვენთან ერთად მყოფი და დაღუპული თანამებრძოლების მიმართ, იმ საქმის მიმართ, რომელსაც  ყოველდღიურად ემსახურებით; ეს არის პატივი  იმ მომავლის მიმართ, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვქმნით. ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელსაც სჭირდება დაცვა და ეს არაერთხელ მიხსენებია. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, უნდა მოვიგოთ ომი რეალური ბრძოლის გარეშე; აღარ უნდა დაიღვაროს არც ერთი ჯარისკაცისა და რიგითი მოქალაქის სისხლი. ამის მისაღწევად ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ, რათა ერთი წამითაც არავის გაუჩნდეს  ეჭვი, რომ საქართველოსთან იარაღის ენით საუბარი მარტივია. ეს არის თქვენს მხრებზე, ეს არის მათ მხრებზე, ვისაც ძალიან ბევრი გამოუვლია, ვინც იცით რამდენად რთული და მძიმეა ყოველი დღე ჯარისკაცისთვის.

   თქვენ იცით ისიც, რამდენად დიდ პატივს გცემთ საქართველოს თითოეული მოქალაქე და რამდენად დიდი პატივია ის, რომ თქვენ ფხიზლობთ მაშინ, როდესაც მოქალაქეებს მშვიდად სძინავთ. ჩვენი უაღრესად წარმატებული მისიები, როგორც ავღანეთში, ისე აფრიკაში, არის წინაპირობა, რომ ომს მოვიგებთ ბრძოლის გარეშე.

თითოეული პროფესიული დღე, რომელსაც თქვენ მართავთ, უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში შენატანი და იმის მაჩვენებელია, რომ  სამხედრო ძალები მოწოდების სიმაღლეზეა. თქვენი თავდადება კი, რომელიც თქვენს სახეებზეც არის აღბეჭდილი, შეაშინებს ნებისმიერი ქვეყნის მტერს. ამიტომ, ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ხართ სათაყვანებელი ადამიანები, ხოლო როგორც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლისთვის - ერთგული თანამებრძოლები. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გაწეული მუშაობისთვის და იმ მომავალი გამარჯვებებისთვის, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ.

დიდი მადლობა. გვფარავდეს ღმერთი!