საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანელ კოლეგას შეხვდა

   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსხურის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა ბისმილა ხან მუჰამადმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

   მემორანდუმი საქართველოსა და ავღანეთის თავდაცვის სტრუქტურებს შორის თანამშრობლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. კონკრეტულად კი ავღანელი კოლეგებისთვის ქართული რეფორმების გაზიარებას  და ასევე, ავღანური ჯარის გადამზადების პროგრამაში მონაწილეობას.

  "დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი მინისტრ მუჰამედისთან ერთად იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ფუნდამენტი ჩაეყარა ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას. ჩვენი სამხედროები თუნდაც ახლა, როდესაც ვიყავი ყანდაღარში, იქაც ამზადებენ უკვე ავღანელ არტილერისტებს. გადასცეს მათ სერთიფიკატები. ეს გაგრძელდება და ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა ბევრად უფრო ძლიერი, ყოვლისმომცველი იქნება. მათ ჭირდებათ ჩვენი თანადგომა და საქართველოს მთავრობა უცხადებს ავღანურ მთავრობას მხარდაჭერას." - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

  ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიას მადლობა გადაუხადა ქართველი სამხედროების მიერ სტაბილურობის ოპერაციებში გაღებული წვლილისთვის.

  ოფიციალური მიღება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: