"კარდიოლოგიის ინსტიტუტი" შველას ითხოვს!

"კარდიოლოგიის ინსტიტუტი" შველას ითხოვს!

დევნილების სხვადასხვა შენობებში შეჭრა გრძელდება. ამჯერად მათი მოთხოვნა -  დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართებით, "კარდიოლოგიის ინსტიტუტის" ახლად გარემონტებული შენობა ემსხვერპლა. 


ამის შესახებ განცხადებას "კარდიოლოგიის ინსტიტუტის" მთავარი მენეჯერი დავით კაკულია ავრცელებს. ის მიმდინარე მოვლენების თვითმხილველია  და ბრძანებს, რომ ამჟამინდელი ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება. "დევნილებს დაკავებული აქვთ შენობის შვიდივე სართული და ანადგურებენ მთელ ტერიტორიას. ჩამტვრეულია მინები, გატეხილია კარი, დაზიანებულია სამედიცინო ინვენტარი. ვაპირებთ, ამის შესახებ შევატყობინოთ სამართალდამცავ ორგანოებს და ყველა პასუხისმგებელ პირს, რათა სიტუაცია დასტაბილურდეს", - ამობობს თავით კაკულია.


 მისივე თქმით, ინსტიტუტის ადმინისტრაციას სახელისუფლებლო სტრუქტურებიდან არავინ დაკავშირებია, არავინ დაინტერესებულა ონსტიტუტში სექმნილი ვითარებით. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის გუშინდელი განცხადებით კი, სხვადასხვა ობიექტზე შეჭრილი დევნილების საქმის განხილვა დასრულებულია. სავარაუდოდ, ახალი ხელისუფლება უკანონოდ შეჭრილი ლტოლვილების ამ შენობებში დატოვებას არ აპირებს, თუმცა, როგორ მოხდება  გამოსახლება და შემდეგ  მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება, ჯერჯერობით უცნობია.  

    

"ივერიონი""ინფექციურის" დირექტორსაც დაუკავშირდა, რომელიც ადასტურებს ლტოლვილთა შენობაში შეჭრის ფაქტს და ინსტიტუტში ამჟამად შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით, სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: