Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
13-08-2014, 13:51
ნანახია: 839

რამ აუჩუყა გული სევდია უგრეხელიძეს და როგორ უნდა ჩატარდეს „წმენდა“ თბილისის მერიაში?!

 ყოფილი ვიცე- მერი, შემდგომში მერის მოვალეობის შემსრულებელი და ამჟამად საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", ქალბატონი სევდია უგრეხელიძე "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სახელით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და "შეშფოთებას" გამოთქვამს თბილისის მერიის თანამშრომლების მიმართ ახალი მთავრობის "უკანონო"დამოკიდებულების გამო...

  მისი განცხადებით, ახალი მთავრობა აიძულებს საშუალო რგოლის ხელმძღვანელებს და მერიის რიგით თანამშრომლებს დაწერონ განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების  შესახებ, რაც მისი თქმით, შრომის კოდექსის და შესაბამისად, ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევაა.

   საქართველოში დამკვიდრებული  პრაქტიკის თანახმად, როცა ახალი  ძალა მოდის ხელისუფლებაში, ე.წ. "სტაფიც" იფილტრება  და გუნდური პრინციპიდან გამომდინარე " ღლავებს" "ლიფსიტებიც" მიყვებიან.

  ერთი სიტყვით,  არაფერია გასაკვირი იმაში, თუ ახლადარჩეული მერის ბ-ნ დავით ნარმანიას მთავრობამ ასეთი  გადაწყვეტილება მიიღო და "ნაციონალების" ქურაში  გამობრძმედილი თანამშრომლების ჩანაცვლება მოინდომა.

   გარდა იმისა, რომ  საჭიროა კოალიციის აქტივისტების დასაქმება, აუცილებელად თავს იჩენს უნდობლობის მომენტი ყოფილების მიმართ . უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ " ნაციონალების" და მათი ნხარდამჭერების მხრიდან საბოტაჟს ხელისუფლების ყველა დონეზე აქვს ადგილი.

  აქედან გამომდინარე, ნარმანიას მთავრობის გადაწყვეეტილება ლოგიკურია, თუმცა, მიდგომა ყველას მიმართ ინდივიდუალური  უნდა იყოს და ვინც პროფესიონალია  და "ნაციონალური  ბაცილით " არ არის დაავადებული, არ უნდა შეეხოს. სხვანაირად ეს ადამიანის (მოქალაქის)  დისკრედიტაციის ხასიათს მიიღებს. 

  მართალია, ახალი მთავრობის მხრიდან "ნაციონალების" მიბაძვა მისასალმებელი  არ იქნება ,  მაგრამ,   გაიხსენონ ქალბატონმა სევდიამ და მისმა  თანმებრძოლებმა, როგორი პანტა-პუნტით ყრიდნენ ხალხს (სხვათაშორის, პროფესიონალებს} საჯარო სამსახურიდან  ქუჩაში  და პროტესტის შემთხვევაში  როგორ ემუქრებოდნენ ხერხემალში გადატეხვით და ციხეში ჩალპობით.

  კიდევ ვიმეორებ,  სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე," ახალი სისხლის" გადასხმა აუცილებელია, მაგრამ სიფრთხილეც უნდა გამოვიჩინოთ, რომ ამ  "წმენდაში" პროფესიონალები და თავისი საქმის ერთგულებიც არ მოყვნენ!

 საბა საბახტარაშვილი