ირაკლი ღარიბაშვილი: პატრული ხალხის სამსახურში უნდა დარჩეს!

ირაკლი ღარიბაშვილი: პატრული ხალხის სამსახურში უნდა დარჩეს!

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დავით სინარიძე უხელმძღვანელებს. სინარიძე საზოგადოებას დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად წარუდგინა.


"დავით სინარიძე საპატრულო პოლიციაში ერთ-ერთ ცენტრალურ როლს ასრულებდა. ამ სამსახურის შექმნის საქმეში მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის და დარწმუნებული ვარ, გააზრებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რასაც თანამდებობა აკისრებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


საპატრულო პოლიციის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს მინისტრმა პირველი დავალება საჯაროდ მისცა.


"ქვეყანა უნდა ჩადგეს სტაბილური განვითარების კალაპოტში, უნდა დასრულდეს  გამარჯვებით გამოწვეული ის ეიფორია, რომელიც არსებობს.  ვიცი, რომ იყო გარკვეული დემორალიზება და მოშვებულობა, მაგრამ ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს და პატრულმა უნდა გააგრძელოს ხალხის სამსახურში ყოფნა. არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე ტიპის გართულებას ჰქონდეს ადგილი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: