Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
26-08-2014, 12:17
ნანახია: 617

დაკავებული ჟურნალისტები გაათავისუფლეს?

   უფლებადამცველი ანდრეი კრისკო აცხადებს, რომ დაკავებული რუსი ჟურნალისტები მაქსიმ ვასილენკო და ევგენია კარალიოვა თავისუფლები არიან. მისივე თქმით კარალიოვამ დაურეკა მეგობარს და აცნობა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თავისუფალია და უკვე სახლისკენ მიემართება, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს გაზეთი "ყირიმის ტელეგრაფი", სადაც დაკავებულები მუშაობენ.

   გაზეთის რედაქტორის მარია ვოლკონსკაიას თქმით დაკავების შემდეგ გაუჩინარებული თანამშრომლები რედაქციას არ დაკავშირებიან და მათი ადგილსამყოფელიც უცნობია.

   დონეცკის ოლქში "მარჯვენა სექტორის" მიერ დაკავებული ფოტოგრაფი მაქსიმ ვასილენკო და ჟურნალისტი ევგენია კოროლიოვა 24 აგვისტოს დააკავეს, ამასთან კარალიოვას განცხადებით ისინი დააკავეს როგორც მედიის წარმომადგენლები და არა ყირიმის ჩაწერის მქონე მოქალაქეები.