Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
29-08-2014, 14:50
ნანახია: 1401

დააჩოქებს თუ არა უკრაინა რუსეთს?!

   მსოფლიო უკრაინაში განვითარებული მოვლენებით  შეშფოთებულია. პუტინის რუსეთი აშკარად საომარ მოქმედებებზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან დახევას არ აპირებს და თუნდაც "გვამებზე" გადავლის სანაცვლოდ (ცხადია, საომარი მოქმედებების ესკლაციის შემთხვევაში  მსხვერპლი კატასტროფულად დიდი  იქნება) დაუმტკიცებს დანარჩენ მსოფლიოს, რომ მასთან თამაში ყველას ძვირად დაუჯდება!
   თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი  პეტრო პოროშენკო, ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება და სრულ მობილიზაციას აცხადებს ...
   რა შეიძლება დაერქვას ამას -  რუსეთ - უკრაინის ომი, თუ მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი?!
  მართალია, გაეროს უშიშროების საბჭომ ნეგატიურად შეაფასა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია   უკრაინაში და ამ უკანასკნელს სამხედრო შეიარაღებაში  დახმარებაც აღუთქვა, მაგრამ, ეს ნამდვილად არ არის გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელიც თავად შეუქმნა  უკრაინას ე.წ. საერთაშორისო თანამეგობრობამ, უპირველესად კი,  ევროპამ და ამერიკამ.
     რაც არ უნდა სუპერთანამედროვე იარაღით მოამარაგონ უკრაინა, არა მგონია, რუსეთი ისე დააჩოქონ, რომ მისმა ოდიოზურმა ლიდერმა , ვლადიმერ პუტინმა პირსისხლიანი ჰიტლერის ბედი გაიზიაროს!...
    ნაცვლად იმისა, რომ გაერო ყველა ქმედით ბერკეტებს უნდა იყენებდეს   ხელოვნურად შექმნილი კომფლიქტის დეესკალაციისთვის, პირიქით, უკრაინას აქეზებს და სამხედრო შეიარაღების მხარდაჭერას ჰპირდება!..
    შეუძლებელია გონიერმა ადამიანმა რუსეთის შეიარაღებული ინტერვენცია გაამართლოს, მაგრამ, ვიდრე პუტინს მსოფლიო განაჩენს გამოუტანდეს, აუცილებელია განვიხილოთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების წინაპირობები - მტკიცება არ უნდა, რომ ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარით მიდის და მოსალოდნელი  შედეგებიც გაცნობიერებული აქვთ "ევრომაიდნის" ინსპირატორებს.   
  თუმცა,  ეს დღესაც არ აქვს გაცნობიერებული უკრაინის მოსახლეობას, რომელსაც კორუმპირებული    იანუკოვიჩის მოშორება შეიძლება საკუთარი სახელმწიფოს განადგურების ფასად დაუჯდეს!
  ახლა ზოგიერთები  პარალელს ავლებენ უკრაინის დღევანდელ  და 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შორის. რა თქმა უნდა,  ორივე შემთხვევაში რუსეთის მოქმედება დასაგმობია, მაგრამ, ამ ტრაგიკულ მოვლენებს სულ სხვადასხვა ფესვები აქვთ - თუ საქართველოსთან მიმართებაში  საქმე გვქონდა ადგილობრივი ხელისუფლების შორსგამიზნულ პროვოკაციასთან, რომელსაც ადამიანთა სიცოცხლე და ტერიტორიის ნაწილი შეეწირა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების უკან ის ძალები დგანან, ყბადაღებული დემოკრატიის ლოზუნგით რომ  ცდილობენ გააბითურონ ისედაც ზომბირებული საზოგადოება და  რომელებთაც სამყაროს ბატონობაზე აქვთ პრეტენზია. მოგვწონს, არ მოგვწონს, მათი ერთადერთი შემაკავებელი  ფაქტორი სწორედ პუტინის რუსეთია, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ , ამ გლობალურ კომფლიქტში  ჩათრეული თუ  ჩართული აღმოჩნდა!
    კიდევ ვიმეორებ:  საომარი მოქმედებები  რაც არ უნდა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდეს, ეს არ არის რუსეთ-უკრაინის ომი კლასიკური გაგებით . თუ "გაცხელებული"თავები დროზე არ "გაგრილდა", შეიძლება ეს სწორედ  ის ომი აღმოჩნდეს,  რომელსაც დღემდე შიშით ელოდება კაცობრიობა ...
    დიახ, თუ ე.წ. საერთაშორისო თანამეგობრობის მიზანი რუსეთის, როგორც პირსისხლიანი იმპერიის სრული განადგურებაა, რატომ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ  ეს ცდა კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება კაცობრიობისთვის.  მითუმეტეს, რუსეთის გავლენიანი წრეების წარმომადგენლები  ღიად აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ატომურ იარაღსაც გამოიყენებენ!
  აქედან გამომდინარე, გულწრფელად გამკვირვებია იმ თანამემამულეების, ვინც რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის საბოლოოდ დასამარების "სილუეტს" ხედავს.   
   მრავალგზის ნათქვამს გავიმეორებ: ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს (მითუმეტეს , არ გვიყვარდეს !)  პუტინის   რუსეთი , მაგრამ ამ მოჭარბებულმა სიძულვილმა გონება არ უნდა დაგვიბინდოს და  რეალობის შეგრძნება არ უნდა დაგვაკარგინოს. რეალობა კი საკმაოდ კატასტროფულია.
  შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას,  რომ უცხო ქვეყნის მხრიდან უკრაინისადმი ღია სამხედრო მხარდაჭერა რუსეთის გაძლიერებული  აგრესიის პირდაპირპროპორციული იქნბეა.  ეს კი რა შედეგს გამოიწვევს, ძნელად მისახვედრი არ უნდა იყოს!
    აქედან გამომდინარე, ჩვენ გულწრფელად უნდა თანავუგრძნობდეთ მოძმე უკრაინელ ხალხს, რომელიც დღეს მძიმე განსაცდელში იმყოფება და ბოროტმა ძალებმა მიზანმიმართულად   სამხედრო პოლიგონად  აქციეს, მაგრამ,  არც ის არის საეჭვო, რომ რუსეთის მიმართ გადაჭარბებული აგრესია ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდება!
  სამწუხაროდ, ზოგიერთი     ტვინგაცხელებული ქართველი "პატრიოტი"  ხელისუფლებას უკრაინის სამხედრო  მხარდაჭერისკენ  მოუწოდებს- ჩვენ უნდა დავგმოთ სამხედრო აგრესია, მაგრამ, ეს არამც და არამც რუსეთისადმი ბიოლოგიური სიძულვილის ენით არ უნდა გამოვხატოთ!
  მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინა ასეთ განსაცდელამდე  საკუთარმა არასწორმა ნაბიჯმა მიიყვანა და  ჩიხში გაუაზრებლად შევიდა!
  ძნელია ამ ჩიხიდან გამოსვლა, მაგრამ, შესაძლებელი.   გამოსავალი  სიტუაციის დეესკალაციაშია,  რომელიც ცივი გონებით უნდა გადაწყდეს! კატეგორიულად არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ევროპა-ამერიკის სამხედრო მხარდაჭერით კონფლიქტი მშვიდობიან დასასრულამდე მივიდეს, მითუმეტეს, არ მჯერა, რომ ამ ფორმით რუსეთს საბოლოოდ დააჩოქებენ!
  ისე , ევროპა- ამერიკის  მიერ გადაწყვეტილი სამხედრო კონფლიქტებიც  არავის უნახავს. როგორც ჩანს, კრახით სრულდება რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ევროპისთვის.  იქნებ სხვა რამე მოიფიქრონ, ვიდრე, ჯერ კიდევ გვიან არ არის!
  P. S. საკმაოდ მოზომილი განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და  სუვერენიტეტს და უკრაინელ ხალხს  მორალური    მხარდაჭერა აღუთქვა, რაც ნამდვილად მისასალმებელია.

  ზაურ ნაჭყებია