Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
29-08-2014, 14:56
ნანახია: 1080

ქეთევან ადამია:-

   "დედათა კომიტეტის" პირველი გზავნილი ბაგრატოვანთა დიდ ოჯახს

   "დედათა კომიტეტის" თავმჯდომარე ქეთევან ადამია აცხადებს, რომ "აფხაზეთი საქართველოა და ასე იქნება მუდამ!!!  ამ საქმეში ახალი ძალები უნდა ჩაერთოს, ნიჭიერი, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, პატრიოტი და გულანთებული ადამიანები, რომლებიც უწინარეს ყოვლისა თავად აფხაზებთან გამონახავენ საერთო ენას და სეპარატისტულად განწყობილ ძალებს ქართველებისკენ და საქართველოსკენ შემოაბრუნებენ!!! 

   ყველა ქართველმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღირსეულად დაუბრუნდეთ ჩვენი სამშობლოს გულს,რათა ავაშენოთ ერთიანი და ძლიერი ქართველთა და აფხაზთა სამშობლო!!! 

   აფხაზეთი საქართველოა და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით!!!"

 

   დაბრუნების იმედი აქვს ქეთევან ადამიას, თუმცა კარგად იცის, რომ მხოლოდ სიტყვებით და ვაი-ვიშით პროცესი არ დაიძვრება, სწორედ ამიტომ  "დედათა კომიტეტი" მოქმედებაზე გადადის და საზოგადოებას მიმართავს:

 

   -" ჩემო ძვირფასო მეგობრებო! რაც არ უნდა ხდებოდეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენ, ჩვენი საქმე ვაკეთოთ!

ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ აფხაზებმა მოინდომონ ჩვენთან ერთად თანაცხოვრება...! ა/ო "დედათა კომიტეტის" პირველი და უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენს აფხაზ ძმებს: "ერთად ავაშენოთ "აფხაზური ოდა", რომელიც  საქართველოს დედაქალაქში საფუძველს ჩაუყრის ქართულ-აფხაზური მეგობრობის განახლებას, ნდობის აღდგენას!"

 

   "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ "დედათა კომიტეტის"  პირველი გზავნილს ბაგრატოვანთა დიდ ოჯახთან.

 

   -"მის სამეფო უმაღლესობას ბატონიშვილი ანა ბაგრატიონი-გრუზინსკის თქვენო სამეფო უმაღლესობავ, ვსარგებლობთ შემთხვევით და მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ღვაწლისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის აუცილებელი სახალხო დიპლომატიის საქმეში ქალის როლის გაძლიერებისათვის. ასევე, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი სიკეთისათვის, რაც ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობისათვის გააკეთეთ. კერძოდ, ვგულისხმობ თქვენს მიერ მოპოვებულ დაახლოებით 5 მილიონ აშშ დოლარიან გრანტზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს დევნილ მოსახლეობას მოვუწყოთ მეფრინველეობისა და მეცხოველეობის ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვა პროდუქტების მოყვანისათვის საჭირო მეურნეობები. თქვენ, ასევე, გამოთქვით მზადყოფნა ჩვენს ორგანიზაციასთან ერთად, დავიწყოთ "აფხაზური ოდა"-ს მშენებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის ქართველებთან ურთიერთ-დაახლოვებას და ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას. ისტორიულად ცნობილია, რომ თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენცია ასევე, მდებარეობდა თბილისთან ახლოს, ოქროყანაში და სასურველი იქნებოდა სიმბოლურად, იმ მიდამოებში, გამოვნახოთ ტერიტორია, სადაც დავიწყებთ "აფხაზური ოდა"-ს მშენებლობას. აქ, ოკუპირებული აფხაზეთიდან სტუმრად ჩამოსულ აფხაზებს და ქართველებს იდეალურ, თბილ გარემოს შეუქმნის ბაგრატოვანთა სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, "დედათა კომიტეტის" წევრები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, მეცნიერები, ისტორიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები. აფხაზეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ და უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე გამართულ დისკუსიებში, რომელსაც ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები წარმართავენ. "აფხაზურ ოდაში" ასევე, განთავსდება ბიბლიოთეკა, სადაც წარმოდგენილი იქნება აფხაზურ ენაზე გამოცემული ლიტერატურის მრავალფეროვნება. აქვე, დაინტერესებულ პირებს, ექნებათ შესაძლებლობა ეზიარონ აფხაზური ფოლკლორის ნიმუშებს, ხალხურ ცეკვებსა და სიმღერებს. უფრო დეტალურად "აფხაზური ოდა"-ს შესახებ გაწერილია პროექტში, რომელიც გადაეგზავნება ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც უშუალოდ გამოხატავს ამ იდეისადმი თანადგომას თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. თქვენო სამეფო უმაღლესობავ, სამეფო ოჯახის მონაწილეობა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში, ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას".