Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
31-08-2014, 09:46
ნანახია: 1607

გიორგი სიგუა:-

   ელექტრონული მუსიკის ფესტივალი დაიხურა. ეწ "კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტი" ნიკიტა მარშუნოკი უკმაყოფილოა ტურისტების მცირე რაოდენობით, ადგილზე არსებული მაღალი ფასებით და არასათანადო ინფრასტრუქტურული პირობებით. მისი თქმით მომავალ წლებში მუსიკალური ფესტივალი ანაკლიაში აღარ ჩატარდება, თუმცა საპირისპიროს აცხადებს გიორგი სიგუა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

   -""მე ვიცი, რომ ნიკიტა მარშუნოკი აქედან არ წავა. დღეს მქონდა მასთან ძალიან გულახდილი საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ მან პირადად ნახა ფინანსური ზარალი, რადგან ბევრად ნაკლები ადამიანი ჩამოვიდა ვიდრე მოსალოდნელი იყო, აქედან არ წავა. ნაყიდი ვიზები დააბრუნა ხალხმა იმ სისულელეების გამო, რასაც აქ აწყობდა ზოგიერთი "შიზოფრენიკი". მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ადამიანი ფულის გულისთვის არ აკეთებს ყველაფერს ამას, ეს ადამიანი არის ამ იდეის მშობელი, იგი არის ამ ყველაფრის მამა და ყველაფერი ის, რაც ანაკლიაში გაკეთდა, არის მისი შვილი. ის ამას ასე ადვილად არ მიატოვებს".