Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
31-08-2014, 13:45
ნანახია: 1316

შს სამინისტრო წელიწადზე მეტია თანამშრომლობს იაშვილის კლინიკასთან არსებულ

   შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპატრამენტის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.

 

   შს სამინისტრო წელიწადზე მეტია თანამშრომლობს იაშვილის კლინიკასთან არსებულ "სისხლის ბანკთან". აქციის "გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე" ფარგლებში, უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სისტემატურად აბარებენ სისხლს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

 

   აღნიშნულ ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.