გიორგი მარგველაშვილი: საქართველოში დემოკრატიული რეფორმები განხორციელდა!

გიორგი მარგველაშვილი: საქართველოში  დემოკრატიული რეფორმები განხორციელდა!

  საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს მიღწევებით კმაყოფილია.
  "ჩვენ აქ მოვდიოდით იმ სამი ძირითადი მიზნიდან გამომდინარე, რომლის თაობაზე ხშირად გვქონდა საუბარი ქართულ აუდიტორიასთან. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის დაცულობას, იმ საშუალებებს, რომლებიც უფრო მდგრადს გახდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. პირველი მიზანი, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ უნდა მომხდარიყო აქამდე განხორციელებული გზის, სამუშაოს აღიარება, ნამდვილად იქნა მიწეული. ჩვენ მართლა ბევრი სტანდარტი დავაკმაყოფილეთ ჩვენი ნატოელი მოკავშირეების. პირველ რიგში, საქართველოში განხორციელდა დემოკრატიული რეფორმები, ასევე ძალიან აქტიური იყო ის რეფორმები, რაც მიმდინარეობდა თავდაცვის სისტემებში და ჩვენ ჯარში. მათი შრომის შედეგად მოხდა იმის აღიარება, რომ საქართველოსა და NATO-ს შორის არის უაღრესად გაფართოებული, ინტენსიური თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა იქნა აღიარებული, რადგან ჩვენ გადავედით NATO-ს მოკავშირეების იმ ჯგუფში, რომელიც არის თვისობრივად უფრო მაღალი. ჩვენ ვართ ახლა, ფინეთთან, შვედეთთან, იორდანიასთან, ავსტრალიასთან ერთად, ცალკე ჯგუფში იმ პარტნიორებისა, რომელთა თავდაცვის სისტემები უაღრესად დაახლოებულია NATO-სთან. ბუნებრივია, ეს არის იმ 11 000 ჯარისკაცის მიღწევა, რომელმაც თავისი სიცოცხლის და გმირობის ფასად საქართველო ასე გასწია წინ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: