Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
2-11-2012, 10:59
ნანახია: 1399

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ რამდენიმე დეპუტატით შემცირებაა მოსალოდნელი, _ ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატის კობა დავითასვილი ავრცელებს.


კობა დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმცირესობიდან რამდენიმე დეპუტატი მათ რიგებს ნამდვილად შეუერთდება, თუმცა ზუსტი რაოდენობის დასახელება ამ ეტაპზე არ შეუძლია.


დეპუტატის განცხადებით, ჩვენს ქვეყანას აქვს მძიმე გამოცდილება, როცა მაჟორიტარები რეგიონებში გამგებლების ფუნქციებს ითავსებდნენ და მათ მოსახლეობა ტრანსფერებს სთხოვდა. ამიტომ ამ მაჟორიტარებს ურჩევნიათ, რომ იყვნენ უმრავლესობაში.


საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის "ქართულ ოცნებას" 100 დეპუტატი სჭირდება. ამ მაჩვენებლის მისაღებად უმრავლესობას 11 დეპუტარი აკლია.


ამ დროისთვის პარლამენტში უკვე შექმნილია ფრაქცია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო და "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერა გამოუცხადა.


"იმის ალბათობა ძალიან დიდია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასახელებული მაჟორიტარების უმრავლესობა "ქართულ ოცნებაში" გადმოვიდეს", _ აცხადებს კობა დავითაშვილი.