Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
9-09-2014, 23:42
ნანახია: 663

გიორგი მარგველაშვილი : კრიმინოგენური ვითარების განხილვა  სტატისტიკის ჭრილში არ უნდამოხდეს!

  კრიმინოგენური ვითარება სტატისტიკის ჭრილში არ უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.


  "ეს თემა სტატისტიკურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ, რადგან არიან ოჯახები, რომლებსაც ბოლო დროს მიადგათ ტკივილი, თავი იგრძნეს დაუცველად. აქ სტატისტიკით ვერ უმკურნალებ მათ ტკივილს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


  როგორც პრეზიდენტმა  გამოსავალს "ფორმიანი პირებისადმი" საზოგადოების ნდობის მაღალ ხარისხში ხედავს.


  "რა უნდა გაკეთდეს?! პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ იმის თაობაზე, როგორ გავხადოთ უკეთესი ჩვენი მუშაობა კრიმინოგენური ვითარების ჩაცხრობისთვის. მე მომწონს, რომ პრემიერ-მინისტრი ღელავს იმ იმიჯით, რაც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ამაზე დარდობს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?! რეალურად კრიმინოგენური ვითარების დამარცხება ხდება მაშინ, როცა საზოგადოება ბოლომდე ენდობა თავის პოლიციას, ნდობა ფორმიანი ადამიანის მიმართ მაღალია, ეს არის ის მომენტი, რა მომენტიდანაც კრიმინალი სუსტდება ქვეყანაში და მარცხდება. ეს ნდობა მუდმივად გასაღრმავებელია. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ პატრული, პოლიციის თანამშრომელი იყოს დამცველი და მასთან ამყარებდეს მოქალაქე ურთიერთობას, როცა უჭირს, იფიქროს იმის თაობაზე, როგორ დაიხმაროს სამართალდამცავი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.