Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
14-09-2014, 16:14
ნანახია: 1558

   ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის"საკაკუთარ გვერდზე  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ავალიანის შვილზე წერს. როგორც ხაჩიძე აღნიშნავს, ნოდარ ავდალიანი, რომელმაც, შარშან, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაიწყო მუშაობა, რვა თვის განმავლობაში სამსახურში არ მისულა, თუმცა ხელფასს და პრემიას იღებს.

   "ეპიგრაფი: ქოცი იყავ ქოცური და გინდ იმუშავე - გინდ არა.

  ფოტოზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი თამაზ ავდალიანია.

  მისი შვილი - ნოდარ ავდალიანი შარშან მიიყვანეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

  ნოდარი, ახალ წლამდე ძალიან იშვიათად დადიოდა სამსახურში, ხან ბიულეტენზე იყო, ხან ისე აცდენდა, ხან შვებულებაში, მოკლედ სამუშაო დროის 90%-ს არ ატარებდა სამსახურში.

  ახალი წლის შემდეგ, ნოდარი სამსახურში საერთოდ აღარ გამოჩენილა და ხმაც გავრცელდა სამსახურიდან წავიდაო, თუმცა ახლახანს გაირკვა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნოდარ ავდალიანი ხელფასსაც მუდმივად იღებდა და პრემიებიც აღებული აქვს.

   მოკლედ, ნოდარ თამაზოვიჩს' მოსვლის დღიდან - დღემდე ერთი დოკუმენტიც კი არ შეუქმნია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, არაფერი გაუკეთებია, მთელი 8 თვე სამსახურში საერთოდ არ გამოჩენილა, ხელფასს და პრემიას კი უპრობლემოდ იღებს.

  დღეს გადავამოწმეთ მისი საზღვრის კვეთის ამბები და აღმოჩნდა რომ მხოლოდ 2014 წელს 6 ჯერ აქვს გადაკვეთილი (აგვისტოში 11 დღე იყო გასული ქვეყნიდან) საზღვარი.

   ასეთ ამბავს რომ გაიგებ, სამსახურის მაძიებელი უამრავი ადამიანი გახსენდება და ფრაზაც თვითონ გადგება ენაზე:

  "ჭამე ნოდარი!"  ჭამე, სანამ მამა ოცნების დეპუტატია", - წერს ხაჩიძე.