თამარ ჭოხონელიძე: „იმას, რაც საქართველოში ხდება დაბალი დონისა და თავზეხელაღებული ქვეყანა აკეთებს მხოლოდ!“

თამარ ჭოხონელიძე: „იმას, რაც საქართველოში ხდება დაბალი დონისა და თავზეხელაღებული ქვეყანა აკეთებს მხოლოდ!“

,,ივერიონს“ ესაუბრა მომღერალი თამარ ჭოხონელიძე


- ქალბატონო თამარ, დღეს გამოქვეყნდა თქვენი ფეისბუქსტატუსი, სადაც ღიად აფიქსირებთ თქვენს დამოკიდებულებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ. არადა, თქვენ ,,ქართული ოცნების“ ფორმირების სათავეებთან იდექით.


- მე მართლაც ვიდექი ,,ქართულ ოცნების“ სათავეებთან,ვფიქრობდი, უნდა წასულიყო ის საშინელი ძალა, რომელიც ქვეყანას წალეკვით ემუქრებოდა, ახალ ძალას მართლაც ჰქონდა საღი დამოკიდებულება ბევრი მოვლენის მიმართ. ბიძინას სიტყვები - ჩვენ ერთად ავაშენებთ ქვეყანას, არ იქნება დაპირისპირება  და რევანშიო, გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩემთვის.


 დღეს არაფერი კეთდება...მართალია, 2 წლის მოსული ხელისუფლება არ უნდა დაახრჩო (,,იმათ“ ხომ 9 წელი ვაცადეთ!), მაგრამ ეს რევანში მე სხვაგვარად დავინახე - რევანშს ხელისუფლება  ქვედა საფეხურზე ახორციელებს. კოაბიტაციაც არაჯანსაღია - ის ადამიანები, ვინც აშავებდა, ისევ ქვეყნას მართავენ. ,,ნაციონალებშიც“ იყვნენ ღირსეული ადამიანები, მაგრამ დანაშაულის ჩამდენნი, კონკრეტული სახელებითა და საქმეებით, ,,ქართულ ოცნებაში“ უმტკივნეულოდ მოკალათებულნი, ჩემთვის მიუღებელია!

მინდა ვირწმუნო, რომ ეს არ იცის ბიძინამ!

განსაკუთრებით სავალალო სიტუაციაა ხელოვნების სფეროში - ნიჭიერი არტისტები ან უმუშევარნი არიან ან უროლოდ სხედან.

რაც შემეხება მე, ჩემს მიმართ ამ ხელისუფლებისგან მოქალაქეობრივი დამოკიდებულებაც ვერ დავინახე, თორემ მოთხოვნით მათთვის არაფერი მომითხოვია!

 გაოგნებული ვარ კულტურის სამინისტროს საქციელით. საქმე მარიამ როინიშვილს ეხება, რომელსაც ხელშეწყობა სჭირდება განვითარებისთვის. წინ უამრავი კონკურსია, რომელიც დაფინანსებას მოითხოვს და არ ვიცით, ვის მივმართოთ.  ჩვენ განცხადებაც შევიტანეთ კულტურის სამინისტროში, მაგრამ ყურად არ იღეს, მხოლოდ  ტელეფონით დამირეკეს, წერილიც კი არ გამოგზავნეს,  და მითხრეს, ბოდიში, ქალბატონო თამარ, ეს საქმე არ გამოდისო. შემდეგ მავანმა და მავანმა  სამინისტროს სახელზე გაგზავნილი ჩემი განცხადება  გააქრო და ირწმუნება, არანაირი განცხადება არ  შემოუტანიაო. თუ ასე გაგრძელდება, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება და მუმლი ადვილად მოერევა მუხას!

აქედან გამომდინარე, ნურვის გაუკვირდება ჩემი გულისტკივილი... 

- როგორ ფიქრობთ, უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და აიღებს თუ არა იგი საკუთარ თავზე ახალ პასუხისმგებლობას?

- ძალიან ვწუხვარ, ხელისუფლებიდან ბიძინას წასვლის გამო. თუ დაბრუნდება, აუცილებლად მიიღებს საზოგადოება, თუმცა პატარა საყვედურების ატანა მოუწევს.

- როგორ შეაფასებთ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებულ უთანხმოებას. რა ახალი რეალობის წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო?

- მე მაშფოთებს ეს საკითხი, განსაკუთრებით, ბიძინას გამოხმაურება ამ ფაქტის მიმართ, რადგან საქმე, როგორც ჩანს, მართლა სერიოზულადაა. ვერ გავრკვეულვარ... ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან...

იმას, რაც საქართველოში ხდება, დაბალი დონისა და თავზეხელაღებული ქვეყანა აკეთებს მხოლოდ!

                                                                                              ესაუბრა ია ჯღარკავა
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: