Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
2-11-2012, 18:27
ნანახია: 2144

ხელოვნური ბუნტი ციხეში და

ციხეებში არეულობა ისევ გრძელდება. ის ფაქტი, რომ ვითარება ხელოვნურად არის მართული და ამაში თავად სამინისტროს ცალკეული ხელმძღვანელები მონაწილეობენ  არ არის საფუძველს მოკლებული.


სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო ვინაობის გამხელა არ ისურვა, ციხეებში ხელოვნურად დაბლოკეს მედიკამენტების შეტანა.  ტუბ-ზონაში პატიმრებს შეუწყვიტეს წყლისა და მედიკამენტების მიწოდება. ანონიმური წყარო იმასაც იუწყება, რომ იგი თავად შეხვდა სასჯელაღსრულების მინისტრს_ სოზარ სუბარს და ამის თაობაზე უტყუარი ინფორმაცია მიაწოდა. თუმცა იგი თვლის, რომ მინისტრი აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო, მაგრამ სათანადო რეაგირებას არ ახდენდა.


ციხეებში მიზანმიმართულად ნიშნავენ კორუმპირებულ და წინა  მთავრობის ოდიოზურ და  პატიმრების წამებაში მონაწილე კადრებს. წყარო ასეთად ასახელებს ხასიას,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის კოპაძის კორუმპირებული კადრს, რომელიც ბოლო წუთამდე იყო გარდაბნისა და რუსთავის პროკურორი. ასეთი ადამიანი ინიშნება ციხის დირექტორი მოადგილედ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ.


რაც ყველაზე შოკისმომგვრელია, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ ინიშნება მინისტრის ბიძაშვილი მირზა სუბელიანი. ანონიმური წყარო იმაშიც გვარწმუნებს, რომ ციხეებში სიტუაცია  ხელოვნურად მწვავდება  და ამაში სამინისტროს მაღალჩინოსნებიც მონაწილეობენ.


რაც ყველაზე მთავარია, სარწმუნო წყარო ამბობს რომ ციხის ბუნტი უშუალოდ წინა ხელისუფლების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მოადგილის, ციხის სკანდალური კადრებისთვის პატიმრობნაში მყოფი გაგა მკურნალიძის მიერ არის ისნპირირებული.


მართალია, გაკეთდა განცხადება, რომ რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სიტუაცია დაწყნარდა, მაგრამ ეს ტყუილია, "ივერიონის" წყაროს თმით, ციხეში ახლაც არიან პირამოკერილი და მოშიმშილე პატიმრები. 720 პატიმარი ხვალ ტუბ-ზონაში იწყებს შიმშილს.


ვარაუდი, რომ "ქართულ ოცნებაში" ბევრია ჩანერგილი "ნაციონალური მოძრაობიდან", ეს ბოლოდროინდელი მოვლენებიდანაც ნათლად მტკიცდება.