გიორგი კოდუა: მითხარით სად არის სამართლის ზომა-წონა?!

გიორგი კოდუა:  მითხარით სად არის სამართლის ზომა-წონა?!

   " ერთი მტკიცებულებაც კი არ არის, რომელიც დაადასტურებდა, რომ რამდენიმე ადამიანმა სცემა კოდუას,- ამის შესახებ ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ბრალდებული ნოშრევან ნამორაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  კპდუას თქმით, კვალიფიკაციის ნაწილში მოხდა ცვლილება.

  "არ არის ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა, რომ რამდენიმე ადამიანმა სცემა კოდუას. როგორც ნოშრევან ნამორაძემ დასაწყისშივე განაცხადა, შემთხვევით შეხვდა და მან სცემა, ამის საფუძველზე მოხდა, სამართლიანდ სხვათაშორის, ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის ნაწილში, კონკრეტულად, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი გადაკვალიფიცირდა და სასამართლოში წამოვიდა პირველი ნაწილით",- აცხადებს ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი.

  მუხლის გადაკვალიფიცირებას აპროტესტებს ბრალდების მხარე.

  "მთავრობა რომ მოვიდა, ითქვა, რომ სამართლაიანდ მოვალთო, თუ სამართალი არის ის, რომ პოლიციის გენერალი, ჩემი ძმა, არის შემჩნეული ვითომ, ვითარებაში, შორს იდგაო, 200 მეტრშიო და ამის გამო 9-წლიანი მუხლი მიუყენეს და ჩემს მეორე ძმას, დავით კოდუას, სასტიკად სცემეს და კაცმა თავის თავზე აიღო, ამბობენ, რომ ერთი წელი იქნება ამ კაცის საჯელი. მითხარით სამართლის ზომა-წონა",- განაცხადა დავით კოდუას ძმამ გიორგი კოდუამ.

  შეგახსენებთ, ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ბრალდებით დაკავებული ნოშრევან ნამორაძის წინასასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

  სასამართლოს დაწყებამდე მცირე ინციდენტი მოხდა. ხმაური იყო სასამართლო დარბაზთან. უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ სასამართლო დარბაზი იყო პატარა და შიგნით ყველა მსურველმა შესვლა ვერ შეძლო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: