საქართველო წყალდიდობას ებრძვის

საქართველო წყალდიდობას ებრძვის

   ძლიერი წვიმის გამო ფოთის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

   წყალგამტარი სისტემის გაუმართავობის გამო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ბარათაშვილის ქუჩაზე. წყალმა ეზოები დაფარა და სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია, განადგურებულია საოჯახო ტექნიკა და  საყოფაცხოვრებო ნივთები.

   ფოთის მერის თქმით, ქალაქში არსებული შვიდივე სატუმბი გამართულად მუშაობს, თუმცა გუშინდელი უხვი ნალექის გამო წყლის გადინება დროულად ვერ ხერხდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ფოთში დღის ბოლომდე წვიმა არ გადაიღებს.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ბათუმშიც.

   ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, წუხელ დაახლოებით 50 გამოძახება დაფიქსირდა. დაიტბორა ქუჩები და მსუბუქ ავტომობილებს მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობა უჭირდათ. 

   ადგილობრივების თქმით  დატბორილია პუშკინის ქუჩაზე  მდებარე მაღაზიებიც და არის ზარალი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: