Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
24-09-2014, 14:36
ნანახია: 860

რეცეპტს შეწირული სიცოცხლე

   ყვარელში 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მიზეზი საჭირო მედიკამენტის არქონა გახდა.

   მამაკაცი აფთიაქში მივიდა, სადაც პრეპარატი მოითხოვა, თუმცა, უარი მიიღო - წამალი, რომელიც 30 თეთრი ღირს, რეცეპტის გარეშე არ მიყიდეს. ოჯახის ახლობლების თქმით, მამაკაცი ექიმთან წავიდა, თუმცა ის ადგილზე არ დახვდა. მოგვიანებით, სახლიდან ისევ აფთიაქში მიბრუნდა, თუმცა საჭირო მედიკამენტი მაინც ვერ შეიძინა. 

 

   მეზობლების თქმით, სახლში მისული გულის შეტევით გარდაიცვალა. სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ რეცეპტის მიღებაც კი პრობლემაა ყვარელში, რადგან საავადმყოფო არ ფუქნციონირებს.

 

   მამაკაცის აფთიაქში მისვლის ფაქტი ფარმაცევტებმაც გაიხსენეს, თუმცა , მათ კამერებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ და არც ის განუმარტავთ, შესთავაზეს თუ არა მას შემცვლელი მედიკამენტი.

 

  აფთიაქებში კი არსებობს, სპეციალური ჩანთა, საიდანაც ურეცეპტოდ მედიკამენტების გამოყენება გადაუდებელი საჭიროების დროს დაშვებულია.  

 

 

  წყარო: http://www.fmabkhazia.com/news/8670-mamakacs-romelsac-ureceptod-camali-ar-miqides-ekhimthan-misvlamde-gardaicvalavideo.html