Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
26-09-2014, 15:09
ნანახია: 613

რომან გოცირიძე: მერია და საკრებულო სწორ გზაზე დგანან და ნუ დავაფრთხობთ მათ!

  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ "თბილისის მშენებლობები მანამ იქნება პოლიტიზებული, სანამ იარსებებენ პარტიები":

  "თბილისის მერის არჩევნებში როგორც დავით ნარმანიამ, ასევე ნიკოლოზ მელიამ არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებლად გახსნიდა ორმხრივ მოძრაობას პუშკინის ქუჩაზე. ეს არის აუცილებელი. როგორი სასიამოვნოც არ უნდა იყოს ძველი თბილისის გალავნის ნანგრევების ყურება, ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მაინც მოგვიწევს, ვინაიდან მოხდება ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზება. როგორ გაკეთდება ეს: გვირაბის გაყვანით,ესტაკადის აშენებით თუ მისი კვლავ დაფარვით ( ისე, რომ ნანგრევების ნახვა ნაწილობრივ მაინც გახდეს ხელმისაწვდომი), ეს დამოკიდებულია როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ შესაძლებლობებზე. თბილისის მშენებლობები მანამ იქნება პოლიტიზებული, სანამ იარსებებენ პარტიები. ახლა, მერია და საკრებულო სწორ გზაზე დგანან და ნუ დავაფრთხობთ მათ ეროვნულ- არქიტექტურული შეძახილებით," - წერს გოცირიძე.